[javascript protected email address]
ნიუტონის სკოლაში გაკეთებული ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

მომავალი თაობის აღზრდა იწყება იმ გარემოდან, სადაც ისინი ყოველდღე იმყოფებიან. სასკოლო ინფრასტრუქტურა უნდა აკმაყოფილებდეს არა მხოლოდ განათლების სტანდარტებს, არამედ უსაფრთხოებისა და სანდოობის უმაღლეს მოთხოვნებს. სწორედ ამ მიზნით განახორციელა LSG ჰიდროიზოლაციის სამუშაოები ნიუტონის სკოლაში, პროექტი VINCI Development-ის დაკვეთით.

LSG-ის გუნდმა პროექტში შეიტანა მნიშვნელოვანი ტექნიკური წვლილი, რაც ითვალისწინებდა შემდეგ სამუშაოებს:

ტერასების ჰიდროიზოლაცია — სკოლის ღია სივრცეების დაცვა ტენიანობისა და კლიმატური ზემოქმედებისგან

წყლის რეზერვუარის საიმედო ჰიდროიზოლაცია — სასმელი და ტექნიკური წყლის უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა

ნეგატიური ჰიდროიზოლაცია — გრუნტის წყლისგან დაცვა შიდა კონსტრუქციების მხრიდან

მადლობა VINCI Development-სა და ნიუტონის სკოლას თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ იმ სივრცის ნაწილი, სადაც მომავალი თაობა იზრდება და ყალიბდება.

გსურთ, თქვენი ინფრასტრუქტურა დაცული იყოს ტენიანობისგან და ემსახუროს მომავალი თაობების უსაფრთხოებას?

დაგვიკავშირდით: +995 598 01 99 01