ჰიდროსაიზოლაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია ისეთ ობიექტებზე, სადაც უსაფრთხოება და ჰიგიენა პირველხარისხოვანია. კლინიკის ინფრასტრუქტურაში, წყლის სისტემების საიმედოობა პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან. კომპანია LSG კი სწორედ ამ პასუხისმგებლობას უდგას სათავეში.
პროექტის აღწერა:
LSG-მ წარმატებით განახორციელა ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები Ken Walker-ის კლინიკაში, რაც მოიცავდა სასმელი და ტექნიკური წყლის რეზერვუარების ჰიდროიზოლაციას. სამუშაოები შესრულდა პრემიუმ ხარისხის მასალებით, რაც უზრუნველყოფს წყლის შეღწევის მიმართ მდგრადობას, გრძელვადიან სტაბილურობასა და ჯანდაცვის სტანდარტების სრულ დაცვას.
რატომ არის ჰიდროსაიზოლაცია კლინიკაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
სასმელი წყლის დაცვა — ჰიდროსაიზოლაციის გარეშე მაღალია წყლის დაბინძურების რისკი, რაც საფრთხეს უქმნის პაციენტებსა და პერსონალს.
ჰიგიენის შენარჩუნება — ტენიანობის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს ობი, ბაქტერიები და ინფექციების გავრცელება.
კონსტრუქციის უსაფრთხოება — ჰიდროიზოლაცია იცავს ბეტონს, რკინაბეტონსა და სხვა კონსტრუქციულ მასალებს დროთა განმავლობაში დაზიანებისგან.
თუ თქვენც გსურთ, რომ თქვენი ობიექტის ჰიდროსაიზოლაცია შესრულდეს უმაღლესი სტანდარტებით — დაგვიკავშირდით: