LSG-ის გუნდის მიერ შესრულებულ კერძო სახლის პროექტში განხორციელდა ფასადის სრული მოწყობა.
პროექტის ფარგლებში შესრულდა:
🔹 თბოიზოლაცია – ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და სითბოს შენარჩუნების მიზნით.
🔹 მიუნხენის ფაქტურა – ეს არის სპეციალური დეკორატიული ლესვა, რომლის სტრუქტურა მიიღება კვარცის მარცვლოვანი შემავსებლებით. იგი ხასიათდება მაღალი მექანიკური გამძლეობით, კლიმატურ პირობების მიმართ სტაბილურობით და კარგად იცავს ფასადს ატმოსფერული ზემოქმედებისგან. ამავდროულად, მისი ტექსტურირებული ზედაპირი უზრუნველყოფს ეფექტურ ვენტილაციას და ამცირებს ბზარების წარმოქმნის რისკს.
🔹 შეღებვა – დამატებითი დამცავი ფენის მოწყობა, რომელიც ზრდის ფასადის ხანგრძლივობას და ინარჩუნებს ესთეტიკურ იერსახეს.
LSG – პროფესიონალური მიდგომა თითოეული დეტალის მიმართ.