GEO | EN | RUS

ჩვენს შესახებ

LSG – Logistic Service Group, ჩვენი მისია არის საქართველოში საერთაშორისო ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის და მრავალმხივი ლოგისტიკური მომსახურების შესრულება.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პოზიციას და წარმოადგენს სახმელეთო ტრანსპორტირების მთავარ კარიბჭეს ევროპიდან-კავკასიის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში, ასევე შავ ზღვაში არსებული ფოთის ნავსადგური, ერთ-ერთ მთავარ კვანძს წარმოადგენს ტრასეკასა და სატრანზიტო დერეფნისათვის. ამას დამატებული ქვეყანაში არსებული მოქნილი საბაჟო პროცედურები და ჩვენი კომპანიის პროფესიონალიზმი და გამოცდილება, გვაძლევს ჩვენ ყველა პირობას მაღალი დონის ლოგისტიკური მომსახურების შემოთავაზებაში.

„ელ-ეს-ჯი“ სთავაზობს კლიენტებს როგორც საერთაშორისო გადაზიდვებს სახმელეთო, საჰაერო თუ სარკინიგზო გზებით, ასევე თბილისში არსებულ ჩვენს საბაჟო საწყობში სრულ სასაწყობე ლოგისტიკას, საბაჟო მომსახურებას და სურვილის შემთხვევაში სპეციალური და განსაკუთტებული ტვირთების ტრანსპორტირებას.

ჩვენი მიზანია კლიენტის ნებისმიერ ლოგისტიკურ მოთხოვნას მოვუძებნოთ მარტივი, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება.